Путешествия бизнес авиацией

კუნძულოვანი სახელმწიფო მალტა დღეს არის არამხოლოდ ძალიან მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, არამედ ქვეყანა, რომელის მოქალაქეობაც სურს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.

მალტას წარმატება ამ კუთხით აიხსნება არამხოლოდ ხმელთაშუაზღვის კლიმატით, არამედ ცხოვრების ეკონომიკური პირობებით. ადგილობრივ მოქალაქეობა აძლევს ევროპული პასპორტის ქონის უფლებას, ეს კი ნიშნავს:

  • ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და აგრეთვე 160 მეტ სხვა სახელმწიფოში შეზღუდვების და ვიზის გარეშე მოგზაურობას.
  • ცხოვრებას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში. სტატისტიკის მიხედვით, მალტას 1 000 მოსახლეზე მოდის მხოლოდ 0,3 ძალადობრივი ხასიათის დანაშაული.
  • ევროპული სახელმწიფოს მაცხოვრებლის უფლებებითა და შეღავათებით სარგებლობას.
  • ევროპის ტერიტორიაზე ბიზნეს წარმატებით მართვას, სტაბილური პოლიტიკური და ფინანსური მდგომარეობის პიროებში.
  • შვილებისათვის მსოფლიოში რეიტინგული სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიცემის შესაძლებლობას.

ყველა ეს პრივილეგია უდავოდ იმსახურებს იმას, რომ შეეცადოთ მიიღოთ მალტას მოქალაქეობა:

  • წარმოადგინოთ ყველა აუცილებელი დოკუმენტები,
  • შეიტანოთ კანონით გათვალისწინებული ინვესტიციები
  • დაელოდოთ დაახლოებით ერთი წელი. სწორედ ამ ვადაში შეიძლება გახდეთ მალტას სრულფასოვანი მოქალაქე და მიიღოთ ევროპული პასპორტი.

მრავალ პროფილურ ბროკერს და იურიდიულ სააგენტოს ნიცაში Cofrance SARL -ს გააჩნია მალტაზე მოქალაქეობის გაფორმების მრავალწლიანი გამოცდილება და ყველაფერი მისი მიღების პირობების თაობაზე.

რეზიდენტობა მალტას კუნძულზე

პოტენციურ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან რეზიდენტები ჩვენ ვურჩევთ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მალტაზე საცხოვრებელი ადგილის შერჩევის პროცედურა, ვინაიდან კერძო ინვესტორების პროგრამა მოითხოვს ცხოვრებას კუნძულზე 12 თვის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი გქონდეთ ოფიციალური საცხოვრებელი ადგილი მალტას მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანის მომენტისათვის. განაცხადის რეგისტრაციისას სოციალური და ეროვნული განვითარების ფონდში შენატანის სახით შესატანია 5 000 ევროს ოდენობის მცირე შენატანი მთავარი განმცხადებლისთვის და 1 000 ევრო ოჯახის თითოეულ წევრზე.

კერძო ინვესტორის კალენდარი

პირველი დღე: განაცხადი მალტაზე კერძო ინვესტორების პროგრამაში ოფიციალურად შედის მალტას მოქალაქეობის მიღების ბიუროში უფლებამოსილი პირის მეშვეობით. უკვე ამ ეტაპზე დოკუმენტები დოსიეში უნდა შეიცავდნენ საჭირო სახსრების არსებობის სავალდებულო დადასტურებას.

ამ ეტაპზე სრულდება შემდეგი სავალდებულო გადახდები:

შესრულების შენატანი:

მოქალაქეობის ძირითადი კანდიდატისთვის — 7 500 ევრო

მეუღლისთვის — 5 000 ევრო

არასრულწლოვანი შვილებისათვის (0-დან 12 წლის ასაკამდე) — უფასო

კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილები (13-დან 17 წლის ასაკამდე)  — 3 000 ევრო თითო

მოზრდილი კმაყოფაზე მყოფი პირები —  5 000 ევრო თითო

მალტას პასპორტის გაფორმების ღირებულება:

ყველასთვის: 500 ევრო თითო.

საბანკო მოსაკრებლები:

განაცხადით: 200 ევრო.

საერთო ჯამში გადახდები შეადგენენ დაახლოებით 10 000 ევროს. თითოეული გადახდა ხორციელდება მალტას რეზიდენტობის განცხადების შეტანის ფარგლებში და ირიცხება მისი სახელით სპეციალურ ანგარიშზე.

მე-5 დღე:  დოკუმენტების შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნატურალიზაციის სამინისტროს სამსახურები ატყობინებენ განმცხადებელს ან მის უფლებამოსილ პირს  განაცხადის შესწავლისათვის მიღების თაობაზე. ორგანოებმა აგრეთვე შეიძლება გააკეთონ დამატებითი მომართვა დეტალების დასაზუსტებლად და დოკუმენტების წარმოსადგენად.

90- დღე: დასტურის მიღება ნატურალიზაციის სამინისტროდან, რომ განაცხადი და მასზე დართული დოკუმენტები შეესაბამებიან  მოთხოვნებს. თუმცა ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეიძლება გასაჩივრებულ და დამატებულ იქნას კიდევ 30 დღის განმავლობაში, გათვალისწინებული შემოწმებების შემთხვევაში, რომლებიც ჩატარდება მალტას საიმიგრაციო ხელისუფლების სახელით.

120- დღე: განაცხადის მოწონება. ეს ნიშნავს, რომ განაცხადი ინვესტიციების მეშვეობით მალტას მოქალაქეობის მიღებაზე იყო მოწონებული. იმ პირობით, რომ კანდიდატი საინვესტიციო პროგრამის დებულებათა შესაბამისად პასუხობს ნატურალიზაციის შესახებ გათვალისწინებულ ყველა სხვა ვალდებულებას .

Читайте также:  {:ru}Вертолетные туры на Мальте{:}{:ua}Вертолітні тури на Мальті{:}{:am}Ուղղաթիռային շրջագայություններ Մալթայում{:}

 

125- დღე: ნატურალიზაციის სამინსიტროს სამსახური უგზავნის კანდიდატს ოფიციალურ ანგარიშს სოციალური და ეროვნული განვითარების ფონდში შენატანის ნაშთის თაობაზე. პრეტენდენტს ექნება 20 დღე, რათა გადაიხადოს თანხა სრული მოცულობით.

შენატანების მომართვის ეტაპი (CRV) — შენატანი განვითარებისა და სოციალური დაცვის ეროვნული ფონდში:

მოქალაქეობის ძირითადი კანდიდატისთვის — 640 000 ევრო

მეუღლისთვის — 25 000 ევრო

18 წლამდე ასაკის შვილებისათვის – 25 000 ევრო

18-დან 27 წლამდე ასაკის დასაოჯახებლები შვილებისათვის – 50 000 ევრო

მოზრდილი კმაყოფაზე მყოფი პირები, მშობლები, ბებიები და ბაბუები 55 წელს ზემოთ —  50 000 ევრო თითო

ვალდებულებები უძრავ ქონებაში ინვესტირებასთან დაკავშირებით:

უძრავი ქონების შეძენა, რომლის ღირებულება აღემატება: 350 000 ევროს.

ან

უძრავი ქონების იჯარა მინიმალური წლიური საიჯარო გადასახადით: 16 000 ევრო წელიწადში.

ორივე შემთხვევაში უძრავი ქონება უნდა რჩებოდეს მესაკუთრეს ან იჯარის პირობით არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში, და აგრეთვე არ უნდა იყოს ცარიელი ან გაქირავებული ქვეიჯარით.

145- დღე: ვადა მალტას ეკონომიკური მოქალაქეობის პროგრამაში მონაწილეობის განსახორციელებლად. ამ მომენტისათვის შენატანი ეროვნულ ფონდში აუცილებლად უნდა იქნას გადახდილი.

240- დღე: მალტას მოქალაქეობის შეძენის ფინალური სტადია. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მისი ინვესტიციები 150 000 ევროს ოდენობის ობლიგაციების შეძენის გზით და აგრეთვე მალტაზე საცხოვრებლის შეძენის ან იჯარის დადასტურებით.

ვალდებულებები პორტფელის ინვესტიციებზე — 150 000 ევრო.

ნატურალიზაციის მოწმობა

მას შემდეგ, რაც კანდიდატის მიერ შესრულდება მალტას ინდივიდუალური ინვესტორების პროგრამის ყველა პირობა, მის მიერ მალტას სახელმწიფოს ერთგულების ფიცის ხელმოწერისა და წარმოთქმის შემდეგ მას გადაეცემა ნატურალიზაციის მოწმობა და მალტას პასპორტი.

მალტას ინდივიდუალური ინვესტორების პროგრამის ფარგლებში მალტას მოქალაქეობის შემძენი პირების სახელები ყოველწლიურად ქვეყნდება სამთავრობო გაზეთში ადგილობრივი კანონმდებლობის სხვა დებულებების შესაბამისად მალტას მოქალაქეობის შემძენ სხვა სიებთან ერთად.

თუ თქვენ გინდათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ინვესტირების გზით მალტას მოქალაქეობის შეძენის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Cofrance SARL-ის სპეციალისტებს კონფიდენციალურობის დაცვით ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის.

მოქალაქეობის განაცხადის შეტანა ელექტრონული ფორმატით

რეზიდენტობის განცხადება შეიძლება შეტანილ იქნას ელექტრონული ფორმითაც. ამასთანავე საჭიროა შემდეგი დოკუმენტებისა და ბლანკების შევსება.

Авиаперелеты на спортивные события

მიმდინარე მოქალაქეობიდან გამომდინარე განმცხადებელმა უნდა შეავსოს სხვადასხვა ფორმები:

  • პირები, რომლებიც არ არის ევროკავშირის წევრ-ქვეყნების, ისლანდიის, ლიხტენშტეინის ან შვეიცარიის მოქალაქეები ავსებენ

1) ფორმა K-ს – ეკონომიკური თვითუზრუნველყოფა,

2) ფორმა ID 1A-ს – ელექტრონულად პირის რეგისტრაციის ფორმა (არა მალტის მოქალაქეები).

  • პირები, რომლებიც არ არის ევროკავშირის წევრ-ქვეყნების, ისლანდიის, ლიხტენშტეინის ან შვეიცარიის მოქალაქეები ავსებენ

1) ფორმა J-ს – ეკონომიკური თვითუზრუნველყოფა,

2) ფორმა ID 1A-ს – ელექტრონულად პირის რეგისტრაციის ფორმა (არა მალტის მოქალაქეები),

3) ფორმა ID2-ს — ფოტოსა და ბიომეტრიის მიღების განაცხადის ფორმა,

4) ევროკავშირში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფორმა.

წარედგინება შემდეგი დოკუმენტების ორიგინალები:

  • ეკონომიკური თვითუზრუნველყოფის დოკუმენტი: ფორმა K ან ფორმა J
  • ელექტრონულ ფორმატში პირის რეგისტრაციის ფორმა. გათვალისწინებულია არამალტას მოქალაქეებისათვის: ფორმა ID 1A
  • ფოტოსა და ბიომეტრიის მიღების განაცხადის ფორმა: ფორმა ID2
  • ევროკავშირში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფორმა

თითოეული ფორმისთვის:

  • თითოეული ფორმის ყველა ველი და გრაფა უნდა იყოს შევსებული სრულად ან მონიშნული სპეციალური სიმბოლოებით თუ ეს გამოსადეგარია ამა თუ იმ პირთან მიმართებაში.
  • შესაბამის ფორმაში შეტანილი მთელი ინფორმაცია იქნება მიჩნეული აქტუალურად და სწორად.
  • მოთხოვნების შესაბამისად, ყველა ფორმა უნდა იქნას ხელმოწერილი და დათარიღებული.
Читайте также:  {:ru}Топ-10 развлечений в Валлетте: что посмотреть и чем заняться{:}{:ua}Топ-10 розваг в Валлетті: що подивитися і чим зайнятися{:}

 

გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ შევსებულია ყველა სათანადო ფორმები სავარაუდო განმცხადებლების მიმდინარე მოქალაქეობის შესაბამისად, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციური პრობლემები, რომლებმაც შეიძლება შეაყოვნონ დოკუმენტების დამუშავების დრო.

აგრეთვე, გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ეკონომიკური თვითუზრუნველყოფის ფორმები K ან  J შევსებულია ოჯახის თითოეულ წევრზე.

ელექტრონული რეზიდენტობის განცხადებია თანმხლები დოკუმენტაცია      

  1. საზღვარგარეთის პასპორტი

საზღვარგარეთის პასპორტების ან სამგზავრო დოკუმენტების დამოწმებული ნამდვილი ასლები (თუ გამოყენებადია) მოითხოვება ელექტრონული რეზიდენტობის თითოეული განმცხადებლისთვის, არასრულწლოვანი კმაყოფაზე მყოფი პირების ჩათვით.

დარწმუნდით, რომ ასლები და MRZ კოდი, წარმოდგენილი მონაცემთა გვერდზე მკვეთრია და ადვილად კითხვადი.

საჭიროა მხოლოდ შემდეგი გვერდების ასლები:

  • პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი და ადგილი და მოქმედების ვადა;
  • ფოტო, სახელი, თარიღი და დაბადების ადგილი;
  • გაცემის ქვეყანა და ხელმოწერა

თუ განმცხადებელს გააჩნია რამდენიმე საერთაშორისო პასპორტი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობით, წარმოადგინეთ თითოეული პასპორტის დამოწმებული ასლები ზემოაღნიშნული ინსტრუქციების შესაბამისად.

  1. სამედიცინო დაზღვევის პოლისი

საჭიროა იმის დასტური, რომ ელექტრონული რეზიდენტის სტატუსის თითოეულ განმცხადებელს გააჩნია «კომპლექსური» სამედიცინო სადაზღვევო პოლისი. უნდა იქნას წარმოდგენილი პოლისის დამოწმებული ნამდვილი ასლები, რომლებშიც მკაფიოდ არის მითითებული განმცხადებლის სახელი და პოლისით დაზღვევის პირობები.

პოლისი უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანზე მინიმუმ 50000 ევროს ოდენობის სამედიცინო ხარჯებს.

  1. ამონაწერი ბანკიდან

მოითხოვება დამოწმებული ნამდვილი საბანკო ამონაწერები ან ორიგინალური საბანკო ამონაწერები სავარაუდო ძირითადი განმცხადებლის ანგარიშებიდან. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ამონაწერი არის გაცემული განცხადების შეტანის თარიღიდან არაუმეტეს სამი თვით ადრე და ადვილად კითხვადი და სრული. თუ ამონაწერი არ არის ინგლისურ ენაზე გთხოვთ შეასრულოთ მისი თარგმნა სპეციალისტის მეშვეობით.

  1. უძრავი ქონების იჯარის ან შეძენის ხელშეკრულება

სავარაუდო ძირითადმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმის დასადასტურებლით დოკუმენტი, რომ ის ცხოვრობს მალტაზე. გთხოვთ, წარმოადგინოთ უძრავი ქონების იჯარის ან შეძენის ხელშეკრულების დამოწმებული ასლები.

  1. შესავალი წერილი

უნდა იქნას წარმოდგენილი სავარაუდო ძირითადი განმცხადებლის მიერ შევსებული შესავალი წერილი, ელექტრონულ რეზიდენტობაზე განცხადების შეტანის მიზეზთა დეტალური აღწერით. ასეთი წერილი უნდა იქნას წარმოდგენილი ორიგინალში, შეიცავდეს განცხადების შეტანის მიზეზების დეტალურ აღწერას, იყოს სათანადო წესით ხელმოწერილი და დათარიღებული.

მოთხოვნილი დოკუმენტაციის სისრულისა და სისწორიდან გამომდინარე სახელმწიფო პასუხისმგებელი სამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები დაამუშავებენ განცხადებას და შეუდგებიან საჭირო ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას ელექტრონული რეზიდენტის ბარათის შემდგომი გაცემისათვის.

მიღებაზე ჩაწერა შესაძლებელია უფლებამოსილ სამსახურებთან ტელეფონით დაკავშირების ან ელექტრონული რეზიდენტობის განცხადების შეტანის პროცესზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირისთვის ელექტრონული წერილი გაგზავნის გზით. ძალზედ მნიშვნელოვანია მიღებაზე ჩაწერა ელექტრონული ფოსტით და ოჯახის თითოეული წევრზე საერთაშორისო პასპორტების, ბინადრობის მოწმობების და ფორმები K ან J-ს დასკანირებული ვერსიების დართვა.

აგრეთვე გირჩევთ წარმოადგინოთ განაცხადების ყველა ფორმა და თანმხლები დოკუმენტაცია გასაუბრებაზე სავარაუდო განმცხადებლების გამოძახებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. ეს მოგცემთ გარანტიას, რომ პოტენციური პრობლემები გადაწყდება სათანადოდ განმცხადებლის გამოძახებამდე.

მიაქციეთ ყურადღება, რომ მალტაზე ინდივიდუალური ინვესტორების პროგრამით ელექტრონული რეზიდენტობის ბარათებს აქვთ მოქმედების ვადა თვრამეტ (18) თვემდე.

რეზიდენტობის სტატუსის გაგრძელება

ელექტრონული რეზიდენტობის ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვამდე განმცხადებლებმა უნდა გაიმეორონ ზემოაღნიშნული პროცედურა. ამ შემთხვევაში სავალდებულო სახელმწიფო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 200 ევროს. ბარათის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილის თაობაზე უნდა წინასწარ აცნობოთ შესაბამის პასუხისმგებელ სამსახურებს.

Читайте также:  Криптовалюта и мир

მალტას მოქალაქეობა: კითხვა-პასუხები

 

მალტას მოქალაქეობის მიღება: შესაძლებელია თუ არა დოკუმენტების ფრანგულ ენაზე წარმოდგენა?

მალტას მოქალაქეობის მიღების პროგრამასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი უნდა იქნას წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე ანდა მას უნდა ჰქონდეს დართული დამოწმებული თარგმანი. ამასთანავე დოკუმენტები ნატურალიზაციის სამინისტროში უნდა იქნას შეტანილი იმავე დროს, რაც მათი ინგლისურენოვანი თარგმანი. თარგმნილი დოკუმენტები უნდა შეიცავდნენ თარგმანის განმახორციელებელი თარჯიმნის საკონტაქტო ინფორმაციას.

მალტას მოქალაქეობის შეძენა: გადასახადით დაბეგვრის თვალსაზრისით მალტას მოქალაქეობის მიღების შედეგები

მალტას კუნძულზე ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მოქალაქეობის მიღებას არ გააჩნია არავითარი შედეგი გადასახადით დაბეგვრის თვალსაზრისით! იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი წყვეტს ძირითად საცხოვრებელ ადგილად მალტის შერჩევას მას შეუძლია არარეზიდენტის სტატუსის შენარჩუნება. განმცხადებლებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ მალტას რეზიდენტები, მაგრამ არ ცხოვრობენ ქვეყანაში იხდიან გადასახადს მხოლოდ იმ შემოსავალზე, რომელიც მათ მიიღეს ქვეყნის ტერიტორიაზე. მალტას არ გააჩნია გადასახადების სისტემა საცხოვრებელზე, მემკვიდრეობაზე ან მოგებაზე. ორგანი დაბეგვრის სფეროში მალტას აქვს დადებული შეთანხმება 60 ქვეყანასთან მთელ მსოფლიოში.

ორმაგი მოქალაქეობა მალტას კუნძულზე (მეორე პასპორტი)

ირები, რომლებიც იღებენ მეორე მოქალაქეობას ინვესტიციების მეშვეობით, კანონის თანახმად, არ არიან ვალდებულნი უარ განაცხადონ თავის თავდაპირველ მოქალაქეობაზე. მალტა არ აწესებს არავითარ შეზღუდვებს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

ინვესტიციები მალტაზე: ჩემი მომავალი შვილები ან შვილიშვილები – მიიღებენ ისინი ევროკავშირის მოქალაქეობას?

მალტას მოქალაქეობის მქონე მშობლების ნებისმიერი შვილი აგრეთვე იქნება აღიარებული ამ ქვეყნის მოქალაქედ. ეს ნიშნავს, რომ კერძო ინვესტორების პროგრამის მეშვეობით მალტას მოქალაქეობის მქონე დედისა ან მამისაგან დაბადებული ბავშვები გახდებიან ევროკავშირის სრულფასოვანი მოქალაქეები. მალტას მოქალაქეობის მიღების პროგრამაში მონაწილეობისას თქვენ უზრუნველვყოფთ თქვენი შთამომავლებისათვის საუკეთესო მომავალს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით და აგრეთვე უფრო ფართო შესაძლებლობებს.

საჭიროა თუ არა ენის ცოდნის დონის დადასტურება?

მალტაზე საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული ენობრივი ტესტები. არ არის სავალდებულო, რომ კანდიდატი ფლობდეს მალტას ან ინგლისურ ენას, რათა იქნას მიღებული ინვესტიციები პროგრამაში.

ევროკავშირის მოქალაქეობა ინვესტიციების მეშვეობით

მალტა გახდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო 2004 წელს. ევროპულ დონეზე დადებული ხელშეკრულებები აძლევენ მალტას მოქალაქეებს გარანტიას ევროკავშირის ფარგებში გადაადგილების თავისუფლებას: ევროკავშირის  ქვეყნებში (შვეიცარიის ჩათვლით) ცხოვრება, მუშაობა და სწავლა. ეს ნიშნავს, რომ მალტას მოქალაქის პასპორტის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა გადაადგილდებოდეს ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, კვიპროსზე, ჩეხეთში, დანიაში, ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიტვაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში, შვედეთში შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში (UK).

ჩემი შვილები შეძლებენ სწავლას ევროპაში?

ევროპული პასპორტის გარდა უცხოური ინვესტორების პროგრამის მეშვეობით მალტას მოქალაქეობის მიმღებ პირებს გააჩნიათ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა უცხოური სტუდენტის სახით რეგისტრაციის საჭიროების გარეშე. ამ უფლებით სარგებლობენ მათი შვილებიც.

მიიღეთ მალტას მოქალაქეობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური კონსულტაცია Cofrance SARL -ის თანამშრომლებთან.

ჩვენ გაგიხსნით «კარს» მზიან მალტასა და ევროპაში!