მალტას ჰოლდინგური კომპანია და გადასახადით დაბეგვრა

Путешествия бизнес авиацией

ჰოლდინგური კომპანიები მალტაზე შეიძლება იქმნებოდეს აქციებით, ფასიანი ქაღალდებით, აქტივებით (როგორიცაა იახტები, თვითმფრინავები, ხელოვნების ნიმუშები, უძრავი ქონება, ინვესტიციები, ინტელექტუალური საკუთრება, ძირითადი ფონდები (საწარმოო აქტივები) და აგრეთვე პირადი ქონება) ფლობისათვის.

გადასახადებით უნიკალური დაბეგვრის სისტემის გამო მალტა ხდება უფრო მიმზიდველი ჰოლდინგური კომპანიის შესაქმნელად. რიგი საგადასახადო რეჟიმი გამოიყენება სხვადასხვა სცენარებში:

  • მონაწილეობის განთავისუფლება.
  • მიღებული დივიდენდები თავისუფლდებიან მალტაზე გადასახადის გადახდისაგან.
  • კაპიტალის ზრდა განთავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან.

მონაწილეობის განთავისუფლება

მონაწილეობის განთავისუფლება გამოიყენება აქციების გაყიდვით ან ასეთი ფლობის ნაწილის ან მთლიანი გადაცემით მიღებულ დივიდენდებთან და კაპიტალის ზრდასთან.

კვალიფიციური მონაწილეობა

კვალიფიციური მონაწილეობა ათავისუფლებს მოგების და/ან კაპიტალის ზრდის გადასახადისაგან, რომელიც მიღებულია მალტაზე რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანიის მიერ კვალიფიციური მონაწილეობისაგან ან ასეთი მონაწილეობის განკარგვით, იმ პირობით, რომ კომპანია პირდაპირ ან ირიბად ფლობს მალტაზე განლაგებული ქონებით ან უფლებით ასეთ საკუთრებაზე.

კვალიფიციური მონაწილეობა არის შემთხვევა, როდესაც კომპანია-რეზიდენტი მალტაზე ფლობს მონაწილეობის წილებს სხვა იურიდიულ პირში და:

  • პირდაპირ ფლობს სხვა კომპანიის აქციათა არანაკლებ ათ პროცენტს, რომლის კაპიტალიც სრულად ან ნაწილობრივ დაყოფილია აქციებად და ეს პაკეტი იძლევა არანაკლებ ათი პროცენტის უფლებას ნებისმიერ ორ შემდეგ უფლებაზე («აქციების ფლობის უფლება»):
    • ხმის მიცემის უფლება;
    • გასანაწილებელი მოგების მიღების უფლება;
    • უფლება ლიკვიდაციის შემთხვევაში გასანაწილებელ აქტივებზე;
Читайте также:  {:ru}Покупка недвижимости на Мальте{:}{:ua}Купівля нерухомості на Мальті{:}

ანდა:

  • კომპანია არის სხვა კომპანიის აქციონერი და აქვს უფლება საკუთარი შეხედულებით მოითხოვოს და შეიძინოს წილობრივი აქციების მთელი ნაშთი, რომელიც არ ეკუთვნის მას;

ანდა:

  • კომპანია არის სხვა კომპანიის აქციონერი და გააჩნია პირველი უარის უფლება კომპანია მფლობელის კონტროლს მიღმა არსებული კომპანიის ყველა აქციის გაყიდვის, გამოსყიდვის ან გაუქმების შემთხვევაში;

ანდა:

  • კომპანია არის აქციონერი სხვა კომპანიაში და გააჩნია მის დირექტორთა საბჭოში და გააჩნია მის დირექტორთა საბჭოში მონაწილეობის უფლება ანდა დირექტორის სახით ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოში თავისი წარმომადგენეის დანიშვნის უფლება;

ანდა:

Авиаперелеты на спортивные события

  • კომპანია არის სხვა კომპანიის აქციონერი და გააჩნია ინვესტიციები ამ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ მინიმუმ ერთ მილიონ ას სამოცდაოთხი ათას ევროს (1 164 000 ევრო) (ან მისი ექვივალენტური თანხა უცხოურ ვალუტაში). ასეთი დაბანდება უნდა ეკუთვნოდეს კომპანია უწყვეტად არანაკლებ 183 დღის განმავლობაში;
Читайте также:  {:ru}10 вещей, которые стоит знать перед переездом на Мальту: советы экспатов{:}{:ua}10 речей, які варто знати перед переїздом на Мальту: поради експатів{:}

ანდა:

  • კომპანია არის აქციონერი სხვა კომპანიაში , სადაც ასეთი აქციებით ფლობა მიმართულია მისი საკუთარ ბიზნესის განვითარებაზე და არ გამოიყენება სავაჭრო მიზნებისათვის.

გამოყენების სხვა პირობები

მონაწილეობის განთავისუფლება დივიდენდებისათვის გამოყენებადია, თუ ორგანიზაცია, რომელშიც ადგილი აქვს კვალიფიციურ მონაწილეობას:

  • არის რეზიდენტი ანდა რეგისტრირებულია ევროკავშირში;
  • ან იბეგრება არანაკლებ 15% გადასახადით;
  • ან არ იღებს პროცენტებიდან ან როიალტიდან მისი პასიური შემოსავლის 50% მეტს.

ეს არის პირობების პირველი კომპლექტი, რომელიც წარმოადგენს კვალიფიციური მონაწილეობისაგან განთავისუფლების ბოროტად გამოყენებასთან მალტას ბრძოლის ნაწილს. ამ სამი კრიტერიუმიდან მხოლოდ ერთი უნდა იქნას დაკმაყოფილებული იმისათვის, რომ განთავისუფლება იყოს გამოყენებული. თუ არც ერთი ზემოაღნიშნული პირობა არ იქნა შესრულებული, ორივე ქვემოთ მოყვანილი პირობა სრულად უნდა იქნას შესრულებული:

  • მალტას არარეზიდენტი იურიდიული პირის აქციების ფლობა მალტაზე რეგისტრირებული კომპანიის მიერ არ არის პორტფელის ინვესტირება, თუკი მხოლოდ ზემოაღნიშნული იურიდიული პირი არ იღებს თავისი შემოსავლის ორმოცდაათ პროცენტზე მეტს პორტფელის ინვესტიციებიდან; და აგრეთვე
  • არარეზიდენტი იურიდიული პირის მოგება იბეგრება არანაკლებ 5% გადასახადით.
Читайте также:  {:ru}Пляжи Мальты{:}{:am}Մալթայի լողափերը{:}

მონაწილეობის განთავისუფლების გამოყენების პირობები დივიდენდებთან მიმართებაში არ გამოიყენება კაპიტალში მონაწილეობის გადაცემის შედეგად მიღებული მოგების შემთხვევაში.

აგრეთვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2014 საანგარიშო წლიდან მონაწილეობის განთავისუფლების წესები გაფართოვდა, რათა გავრცელდეს მალტას ფარგლებს გარეთ განლაგებული  მუდმივ საწარმოსთან დაკავშირებული აგრეთვე შემოსავლებსა და კაპიტალის ზრდაზე.

Cofrance SARL წარმოადგენს მომსახურებათა სრულ სპექტრს კერძო პირებსა და მათ ოჯახებს. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში პარტნიორების არსებობისას, კომპანიას შეუძლია შესთავაზოს  მომსახურების კომპლექსი, რომელიც მოიცავს კლიენტისათვის მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმარება; საერთაშორისო და ბიზნეს-დაგეგმარება.

Cofrance SARL მალტაზე

ტელეფონი:  +35620341636

E-mail: vip@jet.mt

დისკლამაცია: ამ სტატიაში არსებული ინფორმაცია განკუთვნილია ზოგადი გაცნობისათვის. წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის განკუთვნილი რაიმე ბუღალტრული, იურიდიული, საგადასახადო ან სხვა პროფესიული კონსულტაციებისა ან მომსახურების შეცვლისათვის და ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე ქმედების ან უმოქმედობის შედეგად ნებისმიერი პირის ზიანზე.