ქორწინება მალტაზე – საინტერესო ფაქტები

Путешествия бизнес авиацией

იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში დამოკიდებულება ქორწინების მიმართ სულ უფრო მარტივდება და სამოქალაქო ქორწინება უკვე არავის აკვირვებს, მალტაზე ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდაა.

მაგალითად, რუსეთსა და ევროპაში უკვე გაიზარდა ბავშვების ის თაობა, რომელიც არ იცნობს საკუთარ მამებს. თანაცხოვრების გადაწყვეტილება მარტივად და ხანდახან სპონტანურად მიიღება და სამწუხაროდ ასევე მარტივად და სპონტანურად ინგრევა ეს ურთიერთობები. ნუ ჩავუღრმავდებით ამის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ წინაპირობებში, უბრალოდ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას.

მალტაზე დიდ პატივს სცემენ ძველ ტრადიციებს. და ეს საოცარია, ვინაიდან აქ სწრაფი ტემპებით ვითარდება ინფრასტრუქტურა, მრეწველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფინანსური სექტორი. სულ ცოტა ხნის წინ მალტა იყო ბრიტანეთის კოლონია. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1961 წელს.

ხუთასზე მეტი წლის წინ მალტელებმა დაიწყეს წმინდანების დღესასწაულების აღნიშვნა, მაგრამ ეს ტრადიციები დღემდე გრძელდება. განსაკუთრებით მკვეთრად ეს ჩანს მალტას სოფლებსა და პატარა ქალაქებში. მაგრამ დედაქალაქ ვალეტაში და მალტას სხვა დიდ საკურორტო ქალაქებში –  ბუჯიბეში, სენტ-ჯულიანსში, სლიმეში, მდინაში, გოზოს და კომინოს კუნძულებზე და მრავალ სხვა ადგილებში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციები და წეს ჩვეულებები, რომლებიც თითქმის არ შეიცვალა შუა საუკუნეების პერიოდიდან.

Читайте также:  Все прелести города Валлетта, Мальта

Авиаперелеты на спортивные события

მალტელებს აქვთ ძალზედ გათვითცნობიერებული და სერიოზული დამოკიდებულება ქორწინების მიმართ. საქმე იმაშია, რომ აქ ქორწინდებიან ერთხელ და მთელი ცხოვრებით. ოფიციალურად განქორწინება ნებადართული გახდა მხოლოდ 2011 წელს, მაგრამ დღემდე ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. მანამდე მალტა იყო ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც სახელმწიფო დონეზე იყო აკრძალული განქორწინება.

გარდა ამისა მალტა კვლა რჩება ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც კონსტიტუციურ დონეზეა აკრძალული აბორტები.

პარადოქსია – მალტაზე ლეგალიზებულია გეების უფლებები, მათ ათანაბრებენ ჰეტეროსექსუალურ.

 

აი ასეთი საოცარი და წინააღმდეგობრივი ქვეყანაა მალტა!